Shopping bag0
Shopping Bag
0

წესები & პირობები

წესები & პირობები ბოლოს შეიცვალა 2018 წლის 21 ივლისს.
ქვაკუთხედი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ინტერნეტ მაღაზია ქართულ ვებ-სივრცეში. ჩვენ გთავაზბოთ სწრაფ, უსაფრთხო და ხარიასხიანმომსახურებას!განმარტება
შპს ქვაკუთხედი , შემდგომში გამოიყენება როგორც “ქვაკუთხედი”

ქვაკუთხედი -ზე რეგისტრირებული პირი, ან განვადებით პროდუქციის შემძენი პირი, შემდეგში გამოიყენება როგორც “მომხმარებელი”

კანონმდებლობა

ქვაკუთხედი-ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისასავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა დარეგულაციების ქვეშ.

საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებითსაიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთჩვენს საიტზე.

საიტზე რეგისტრაციის, ასევე შეკვეთის გაკეთების დროს, თუ მონიშნავთ “წავიკითხე წესები & პირობები, ვეთანხმები და მისაღებია ჩემთვის” თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას რომ შემდგომში ქვაკუთხედი და მომხმარებელი, იმოქმედებთ საიტზე მოყვანილი წესების მიხედვით.

საკუთარ პროფილს შექმნის (რეგისტრაციის) პროცესში მითითებული ინფორმაციის, სიზუსტეზე პასუხსმგებელია მომხმარებელი და კონიფიდენციალურობა მაქსიმალურადდაცულიაქვაკუთხედი -ის მიერ.

საიტზე რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია, ქვაკუთხედი -ის მიერ გამოყენებული იყოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.

პროდუქციის აღწერილობა

ქვაკუთხედი მაქსიმალურად ცდილობს სწორი მონაცემებიმოგაწოდოთ პროდუქციის შესახებ. ჩვენთან განთავსებული ფეხსაცმელი არ არის ორიგინალი, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის რეპლიკა (ორიგინალის ასლი) მოდელებს. ვცდილობთ რაც შეიძლება ზუსტად გადმოგცეთ მონაცემები ფერის და ზომების შესახებ, მაგრამ ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს თქვენი მონიტორის მიერ შესაძლო მცირე ცვლილებებს ფერთან დაკავშირებით. პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტისშესახებ ყველა ინფორმაციას

ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოსეროვნულ ვალუტაში (ლარში), დღგ-ს ჩათვლით. საიტზე მითითებული ფასები მოიცავსტრანსპორტირების ღირებულებას.

მიწოდება

ქვაკუთხედი უზრუნველყობს თქვენი პროდუქციის ჩამოტანას 10-15 სამუშაო დღის განმავლობაში და შემდეგ მიწოდებასსაქართველოს ნებისმიერ წერტილში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა)

იმ შემთხვევაში თუ რეისების განრიგი იცვლება და ა.შ. კომპანია იმატებს 10 დღეს შეკვეთის დასრულებისათვის.

მიწოდების ვადები: ჩამოტანიდან 1-2 სამუშაო დღე

იმისთვის რომ მოხდეს ადგილზე მიტანა, მოხმარებელს სრულად უნდა ქონდეს დაფარული ფეხსაცმლის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხსაცმელი შეინახება ქვაკუთხედი -ს ოფისში/მაღაზიაში

ქვაკუთხედი -ს ოფისიდან/მაღაზიიდან პროდუქციის გატანის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ შემთხვევაში თუ თქვენს ნაცვლად პროდუქციას გაიტანს სხვა პიროვნება, თან უნდა იქონიოს თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი

განვადებით სარგებლობა

განავდების განაცხადის შევსების დროს მითითებულ ყველა ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. განავდების განხილვას და დამტკიცებას ანხორციელებს სს ოქეი ( შემდგომში მოხსენიებული როგორც Okey განვადება ), განვადება გააქტიურება ხდება ორივე მხარის მიერ, ერთი მხრივ Okey განავდების წარმომადგენლის და მეორე მხრივ მომხმარებლის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. გაქტიურების შემდეგ იმოქმედებს მიწოდების სტანდარტული წესები

პროდუქტის/თანხის დაბრუნება ან განვადების გაუქმება

ქვაკუთხედი ვალდებულია მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა დააბრუნოს, გამოცვალოს პროდუქცია ან გააუქმოს განვადება იმ შემთხვევაში, თუ:

თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მიუვიდა გამოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში
ჩამოსული პროდუქტი ვიზუალურად არ ემთხვევა გამოწერილს
გამოწერის დროს დაფიქსირებული ზომები არ ემთხვევა ჩამოსული პროდუქციის ზომებს (ზომების შედარება მოხდება ეტიკეტზე დაფიქსირებული ზომის მიხედვით)
პროდუქტი დაზიანებულია

  • პროდუქციის გადაცვლა ან პრეტენზიის გამოთქმა ხდება, ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა!

ქვაკუთხედი -ს ადმინისტრაცია

საიტზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას ქვაკუთხედი -ს ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შეტყობინების გარეშე (გარდა წინამდებარე წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).