ვენეცია დაიტბორა – ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა – ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა – წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. “ევ­რო­ნი­უ­სის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

„ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ – და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა რე­კორ­დულ წყალ­დი­დო­ბას, რო­მე­ლიც 1966 წელს მოხ­და – მა­შინ წყლის დონე 194 სან­ტი­მეტ­რი იყო.

 

ფო­ტო­ებ­ზე ჩანს წყლით და­ფა­რუ­ლი ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი, რო­გო­რე­ბი­ცაა, მა­გა­ლი­თად, წმინ­და მარ­კო­ზის მო­ე­და­ნი და წმინ­და მარ­კო­ზის ბა­ზი­ლი­კა.

1200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მე­ექ­ვსე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ბა­ზი­ლი­კა და­იტ­ბო­რა. აქე­დან ოთხი შემ­თხვე­ვა კი ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და.

„წყლის სა­ფარ­მა 187 სან­ტი­მეტრს მი­აღ­წია და ეს წა­უშ­ლელ კვალს და­ტო­ვებს ქა­ლაქ­ზე,“ – აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

ვე­ნე­ცი­ე­ლებს და ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს­მე­ნებს სთხო­ვეს, აღ­წე­რონ ზა­რა­ლი, რაც მათ სახ­ლებ­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ად­გა.

ambebi.ge