წმ. მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულთმოქმედი ხატი

წმ. მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულთმოქმედი ხატი

იერუსალიმის (ძველი ქალაქის ნაწილში, რომელიც მდებარეობს დამასკოს კარიბჭის მახლობლად) წმ. სპირიდონის ტაძარში 70X50 ზომის წმიდანის ხატის ასლი გადავიდა მინაზე.
ეს ხატი დაწერილია XIX საუკუნის ბოლოს.
ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი სოფრონი ძალიან მძიმედ იყო ავად. მას უკვე უნდა მოეხმო თავისი სულიერი შვილები, რათა მათ დამშვიდობებოდა, მაგრამ უცებ მას გამოეცხადა წმ. სპირიდონი და უთხრა, რომ ის ჯერ კიდევ იცოცხლებდა რამოდენიმე წელი. ამ სიტყვების თქმის შემდგომ ის გავიდა, მაგრამ არა კარით, არამედ ფანჯრიდან.
ხილვის შემდგომ წინამძღვარი გამოჯანმრთელდა და მართლაც დაახლოებით 10 წელი კიდევ იმსახურა ტაძარში, შემდგომ კი მშვიდობით მიაბარა სული უფალს.
თუმცა მანამდე, წმ. სპირიდონის გამოცხადების შემდგომ, მამა სოფრონიმ შენიშნა, რომ ხატის მინა გახდა ბუნდოვანი. ის დააკვირდა და დაინახა, რომ ხატის მინაზე წმ. სპირიდონის გამოსხაულება აღბეჭდილიყო. ცხადად ჩანს თავსაბურავი, შესამოსელი – ყველაფერი ხატის ანალოგიურია, ასევე შენარჩუნდა ეს ანაბეჭდი შუშაზე, ამჟამად იგი ინახება სპეციალურ კიოტში, როგორც უდიდესი სიწმიდე.

ბავშვის გადარჩენა
და აი, კიდევ ერთი წარმოუდგენელი ამბავი:
მიდიოდა მატარებელი ხიდზე. ქვემოთ ძალიან ღრმად, ხევი მოჩანდა. პატარა ბავშვმა ფანჯრიდან გადაიხედა და წყალში გადავარდა… გამწარებულმა დედამ ცრემლით დაიწყო ლოცვა წმ. სპირიდონის მიმართ…
ბავშვის ძებნა მთელი კვირა გაგრძელდა – ვერაფრით მიაგნეს ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს. და აი, ის იპოვეს წმ. სპირიდონის წმ. ნაწილებზე მჯდომარე.

ურწმუნო მეთევზე
ქ. კერკირის წმ. სპირიდონის ტაძრის წინამძღვარი მამა იუსტინე ჰყვება, რომ ერთხელ ერთი ურწმუნო მეთევზე, სახელად სპირო (სპირიდონი) სათევზაოდ ზღვაში გავიდა. უცებ დაიწყო შტორმი და მისი გემი ჩაიძირა, მასთან ერთად კი თავად ისიც ფსკერისკენ დაეშვა. მოულოდნელად ის წმიდა სპირიდონმა გამოათრია ხმელეთზე.
მეთევზემ გადაწყვიტა, გადაემოწმებინა, მართლა წმ. სპირიდონმა გადაარჩინა თუ არა, ამიტომ სირბილით გაიქცა ტაძრისკენ. ბერებმა ვერაფრით გააღეს კიდობანი, სადაც წმიდანის წმიდა ნაწილები იყო. ის მხოლოდ მას შემდეგ გაიღო, რაც მეთევზე მივიდა. ყველამ ერთად ნახა, რომ წმ. სპირიდონის ფაჩუჩებზე იყო სველი ხავსი და ნიჟარები. მეთევზემ ამის შემდგომ მთელი თავისი ქონება დახარჯა ოქროს კანდელზე, რომელიც დღემდე ერთადერთი ოქროს კანდელია ტაძარში.