ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია, შესაძლოა, არ შედგეს

ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია, შესაძლოა, არ შედგეს

 

იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლის საჯარო ცერემონია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. მიზეზი ის ზომებია, რომელსაც ისრაელის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში აწესებს.

ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ცერემონიასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის. სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური წარმომადგენელი მიხეილ ზინგერმანი აცხადებს, რომ ღონისძიებები, რომელშიც 5 ათასი და მეტი ადამიანი მონაწილეობს, გაუქმებულია. შეზღუდვები 23 მარტამდე მოქმედებს, თუმცა შეიძლება გახანგრძლივდეს.

10 მარტს ისრაელის პოლიციაში უნდა გამართულიყო თათბირი, რომელზეც ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის საორგანიზაციო საკითხები უნდა განეხილათ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თათბირი გადაიდო. ადგილობრივი მედია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ცერემონია ან ხალხის დასწრების გარეშე გაიმართება, ან საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება. წელს ცერემონია 18 აპრილს უნდა გამართულიყო.

report.ge