„თუ ერი უფლისგან მიღებულ ძალას არ შეუერთებს თავის თავდადებას და თავის თავგანწირვას, ეს ძალა ნაყოფს ვერ გამოიღებს“-მეუფე დანიელი

„თუ ერი უფლისგან მიღებულ ძალას არ შეუერთებს თავის თავდადებას და თავის თავგანწირვას, ეს ძალა ნაყოფს ვერ გამოიღებს“-მეუფე დანიელი
დღეს  მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ეკურთხა.

„საქართველოს ისტორიაში, პირველ საუკუნეში ჩვენს ერს მფარველად დაუდგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“ განაცხადა ქადაგებისას მეუფე დანიელმა.

“მაგალითებზე იზრდებოდა ჩვენი ერი და ამიტომ თქვა წმინდა ილია მართალმა საქართველოს შესახებ, რომ “ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის”. და მართლაც, რამ მისცა ამ მცირერიცხოვან ერს, რომ ქრისტეშობამდე მრავალი ათასწლეული გაუძლო და ქრისტესშობის შემდეგ უამრავი ძლიერი სახელმწიფოს, დიდი იმპერიების ზეწოლას, დაპყრობით ომებს, სისასტიკეს გადაურჩა და არა მარტო გადარჩა ფიზიკურად, არამედ გადაირჩინა თავისი სულიერება, ღირსება და ზნეობა დღემდე. ეს არის დიდი სასწაული. რამ მისცა ძალა? -რასაკვირველია, უფალმა. მაგრამ თუ ერი უფლისგან მიღებულ ძალას არ შეუერთებს თავის თავდადებას და თავის თავგანწირვას, ეს ძალა ნაყოფს ვერ გამოიღებს. და აი, ეს ძალა გამრავლდა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ღმერთმა პირველ საუკუნეში ჩვენს ერს მფარველად დაუდგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მან გადაგვარჩინა ჩვენ და მოგვიყვანა დღემდე. ქართველმა ერმა გაიაზრა ეს წყალობა და მადლიერებით უპასუხა საუკუნეების მანძილზე. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი მადლიერება ღვთისმშობლისადმი”,- ბრძანა მეუფე დანიელმა.

„თუ ერი უფლისგან მიღებულ ძალას არ შეუერთებს თავის თავდადებას და თავგანწირვას, ეს ძალა ნაყოფს ვერ გამოიღებს“, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.  geomediapress.ge