საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი გახარიას

საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი გახარიას

 

 

 

 

ბატონო გიორგი,

უპირველეს ყოვლისაგილოცავთ პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში.

გაცნობებთ, რომ 1991 წლიდადამყარებულიგვაქვსმეგობრულიდასაქმიანიკონტაქტებიარგენტინის  რესპუბლიკისა და მისი მეზობელი ქვეყნების   ურუგვაისა და ბრაზილიის სამთავრობო დაარასამთავრობოსტრუქტურების წარმომადგენლე-ბთან. განხორციელებული გვაქვს არა ერთი ღონისძიებასაქართველოდან არგენტინა-სა და ურუგვაიში. ასევე, მათი ღონისძიებები საქართველოში.

ამჟამად, შექმნილი გავქვს პროექტი, რომელიც  მიზნად ისახავს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის  თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის“ კავშირის – არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

პროექტი გავაცანით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. მისი ლოცვა კურთხევით ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა  თეოდორე (ჭუაძემ) წერილი გაუგზავნა თქვენს წინამორბედსა  და თბილისის მერს კახა კალაძეს, რომლებშიც აღნიშნული იყო რომ პროექტის განხორციელება მრავალმხრივი სიკეთის მომტანი იქნება ქვეყნისთვის. პროექტი  ასევე, მოწონებული იქნა არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.გამოქვეყნებული იქნა არგენტინის, ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების გამოცემებში.

გავეცანით, თქვენს სამთავრობო პროგრამას, რომელშიც ერთ-ერთი ადგილი უკავია სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიას, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად განავითარებს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

ჩვენი პროექტის მიხედვით,  საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბების საქმეში ხელშემწყობი იქნება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის   ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება „პელეს თასზე“  არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ნაკრები გუნდების მონაწილეობით. ტურნირის მატჩების რეპორტაჟები გადაიცემა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ტურნირის დღეებში გათვალისწინებულია გიორგი სიჭინავას, სლავა მეტრეველის, პელეს, მიხეილ მესხისა და ანზორ კავაზაშვილის ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის განთავსება 1965 წელს გადაღებული ფოტოსურათის მიხედვითსაქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების გასაშენებელ მეგობრობის ხეივანში, რომელიც შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტს!

ტურნირის მატჩებზე ჩამოვა პელე, რომელიც გახსნის სკულპტურულ კომპოზიციას და დააჯილდოვებს ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს.აგრეთვე, ორგანიზებული იქნება ტურისტული ჯგუფების ვიზიტი.

ტურნირის განხორციელება შესაძლებელია იქნება 2020 წლისთვის.მანამდე, 2019 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება, რომ  გავმართოთ ამხანაგური თამაშები პელეს საფეხბურთო კლუბ „სანტოსისა“ და ქალაქ პორტუ ალეგრის „ინტერნაციონალის“ახალგაზრდული გუნდების  მონაწილეობით.

ბატონო გიორგი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტის მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით მიგვაჩნია, რომ იგი უნდა განხორციელდეს თქვენი პატრონაჟით. ჩვენის მხრივ, მზადყოფნას გამოვთქვამთ შეგხვდეთ უახლოეს მომავალში, რომელზეც დეტალურად გაგაცნობთპროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა  დაჩვენს შესაძლებლობებს.

 

პატივისცემით, ნიკოლოზ პატარქალიშვილი

 

კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციაცია “არგენტინისსახლისაქართველოში”თავმჯდომარე,

 

„მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის სახელობის ფეხბურთის ტურნირის საერთაშორისო ფონდისა“  და  „გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“  პრეზიდენტი – საქართველოში