საკრებულოს დეპუტატი ომბუცმენს – რატომ არ დაგმეთ გრიგოლ ვაშაძის საქციელი

საკრებულოს დეპუტატი ომბუცმენს – რატომ არ დაგმეთ გრიგოლ ვაშაძის საქციელი

საქართველოს სახალხო დამცველს
ქალბატონ ნინო ლომჯარიას

ქალბატონო ნინო,

გთხოვთ სასწრაფოდ გააკეთოთ განცხადება და გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, წესრიგის დამცველის მიმართ,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ქმედების – ფიზიკური ძალადობის ფაქტის გამო.
სიმართლე გითხრათ ველოდი,რომ თქვენს მიერ, ეს სამარცხვინო ინციდენტი,რომლის ამსახველი კადრებიც ნახა ფართო საზოგადოებამ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარლებს გარეთ, უეჭველი იქნებოდა საჯაროდ დაგმობილი და თქვენ მოუწოდებდით სამართალდამცავ ორგანოებს,ამ ფაქტით დაინტერესებისა და შესაბამისი ზომების გატარების აუცილებლობის თაობაზე.
გთხოვთ,დაამსხვრიოთ საზოგადოებაში თქვენს მიმართ გამყარებული მოსაზრება იმის შესახებ,რომ თქვენ ემსახურებით საზოგადოების მხოლოდ გარკვეული სეგმენტის ინტერესებს,რაც არსებითად ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნებს.
კიდევ ერთჯერ გთხოვთ და მოგიწოდებთ საჯაროდ დაგმოთ გრიგოლ ვაშაძის დანაშაულებრივი და შეურაცხმყოფელი მოქმედება.

პატივისცემით,

ალეკო ახალაძე – ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრი.