ქველმოქმედება

ქველმოქმედება

ძალიან დიდი მადლობა ადიგენის მერს. ბატონ ზაქარია ენდელაძეს. დღეს ნახა ოჯახი, მოუტანა პროდუქტი შეშა, ჰიგიენური ნივთები, ასევე ოჯახს დაუფინანსა 1 წლის სრული გადასახადი კომუნალურების, ჰიგიენური ნივთების და პროდუქტის მიწოდება, ყოველთვიური ხელფასის სახით 500 ლარი +200 ლარი დალის პენსია,
დიდი მადლობა 

😭🙏🆘😭🙏🆘

როგორ დავწერო არ ვიცი, ან როგორ გავაგებინო საზოგადოებას ამათი უმძიმესი სიტუაცია. ვარ აბასთუმანში, სადაც ცხოვრობს ეს ოჯახი.გუშინ მაღაზიაში ვიყავი, შემთხვევით დალის ქმარი-როინი შემხვდა, ცოტა ტკბილეული, იოგურტი, წვენები გავატანე დალისთან და როინისთვის არ ვიცი რატომ ლუდი ავიღე…  ადამიანურად მეცოდება წლებია საწოლში ჩავარდნილ ცოლს უვლის. რამოდენიმე საათი გავიდა და მეზობელი მეძახის, როინი ხიდთან ზის და ტირისო. გავედი, საღამოობით ყინვაა -5°, დავუჯექი როინის და ვეკითხები რა ხდება თქო. არაფხიზელ მდგომარეობაში ადამიანი ყოველთვის უფრო გულახდილია ვიდრე სხვა დროს.
,,შვილი მენატრება. ნორმალური ცხოვრება მენატრება. ადამიანის დალაპარაკება სახლში მენატრება. მთელი დღე ვუყურებ მწოლიარე ცოლს როგორ იხრწნება და ვერ ვეხმარები. პამპერსებში ხელების რევა მეზიზღებოდა, ახლა უკვე ნაჭრებში გახვეული მყავს დალი და ასე ვუცვლი დასვრილ საფენებს. პენსია ამ თვეში შეგვიჩერეს. თავი რით გაგვაქვს არ ვიცი. დალი ვეღარ ჭამს. ჩაიში ან წყალში ვულბობ პურს და ვაჭმევ.ყბას ყოველდღე ვუსვამ როცა უვარდება.დავიღალე. ”
ვისმენდი რამოდენიმე წუთი ახალგაზრდა კაცის ტანჯვას… თურმე რამდენს ითმენს მისი გული.მშვიდი გაწონასწორებული ადამიანი, სიმთვრალეში სრულიად აფექტურ მდგომარეობაში შუა გზაზე მოსთქვამდა. რა არის საშველი? სად არის გზა დასახმარებლად? სჭირდება პამპერსი… სჭირდება საჭმელი, სჭირდება წამალი და ამ დროს პენსიას გაზის გადასახადის გამო უქვითავენ. პენსიას რომელიც ერთადერთი შემოსავალია მათი. გთხოვთ სანამ აბასთუმანში ვარ თითო ლარი არ დაგვაქცევს, და ამომიდექით გვერდში გთხოვთ. თუ ვინმე გყავთ, თუ ვინმე ჟურნალისტი ხართ გთხოვთ ჩამოდით დეტალურად გაგაცნობთ სიტუაციას, მიგიყვანთ მათთან. იქნებ არის სადმე ხსნა მათი.

პ.ს ბავშვი ბავშვთა სახლში ჰყავთ (ბათუმში ფერიის ბავშვთა სახლში)

მისამართი
აბასთუმანი ფალიაშვილის ქუჩა
დალი და როინი ჟღენტები

არც შეშა აქვთ, აღარც გაზი გადასახადის გამო…. და არც სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები. დამიდექით გთხოვთ გვერდით რაა

ანგარიშები
თიბისი
GE68TB7769745064300004

საქართველო
GE79BG0000000125129000
მიმღები სალომე მამუჭაძე

ვიდეო დღეს გადაღებულია
28.11.2019

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1033224177025356&id=100010133495356