ნათლისღების ყოველწლიური სასწაული დამტკიცებულია მეცნიერების მიერ

ნათლისღების ყოველწლიური სასწაული დამტკიცებულია მეცნიერების მიერ

ნათლისღების წყალი, ბერძნულად აიაზმა, არის უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე, წმ. ზიარების შემდგომ.
გამონაკლისების გარდა, ის უზმოზე მიიღება.
ნათლისღების წყლის ძალა სასწაულთმოქმედია. ასე, მაგალითად, თანამედროვე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მთელ პლანეტაზე სწორედ 19 იანვარს იცვლის წყალი თავის თვისობრიობას. მეცნიერები ამის მიზეზს უწოდებენ კოსმოსიდან ნაწილაკების ნაკადს, რომლებიც მოედინება დედამიწის მიმართულებით და თანაც, მეცნიერებისვე მოწმობით – მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე.
ოფიციალური მეცნიერული მეთოდებით მეცნიერებმა, კერძოდ, სინინის სახელობის წყლის ბიოფიზიკის, ადამიანის ეკოლოგიისა და გარემომცველი გარემოს ჰიგიენის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა სტანისლავ ზენინმა დაარეგისტრირა ფაქტი, რომ წყალი რეაგირებს ამ ნაწილაკებზე და შემდგომ დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს. ამასთან, მისი უნიკალური თვისებები ძლირდება, ეკლესიაში შესაბამისი რიტუალების დროს. სინამდვილეში წყალი იწმინდება მღვდლის მიერ ცხოველსმყოფელი ჯვრის დანთქმის დროს.
თავისთავად ლოცვაც ზემოქმედებს წყლის სტრუქტურაზე. „წყლის ხარისხის ცვლილებებს ნათლისღების დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ უკვე მრავალი წელია. დაკვირვების მეთოდი ავლენს წყლის სტრუქტურას და დამტკიცებულია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს მიერ. ეს მოვლენა ხდება ყოველწლიურად – უწყვეტად. პაუზების გარეშე ამ დღის შემდგომ კი ბუნებრივ წყალსაცავებში წყალი სწრაფად უბრუნდება თავის ჩვეულ მდგომარეობას“, – ამბობს მეცნიერი.