„მისი კარიერა დასრულდა“ – რას წერს პუტინის ოპოზიციაში მყოფი რუსი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიაზე

„მისი კარიერა დასრულდა“ – რას წერს პუტინის ოპოზიციაში მყოფი რუსი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიაზე

რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი, რომელიც 2016 წელს საქართველოში იმყოფებოდა, თავის ბლოგში „რუსთავი 2“-ის ეთერში ვლადიმერ პუტინის გინებას ეხმაურება:

„ვაპირებდი, რომ თქვენთან ანდრეი კონჩალოვსკის ფილმზე „მონსტრი“ დამეწერა, რომლის ნახვის ბედნიერება ახლახან მქონდა, თუმცა სრულიად სხვა თემაზე წერა მიწევს.. ქართული ტელეარხი „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს მის მშობლიურ ენაზე უბინძურესი შეურაცხყოფა მიაყენა და ამით უდიდესი კოზირი ჩაუგდო ხელში საქართველოს მტრებს და უდიდესი დარტყმა მიაყენა საქართველოს მეგობრებს.
რაც მოხდა, არც ქართული იყო, არც ადამიანური და სავარაუდოდ, ერთადერთი მიზანი ჰქონდა – გაემყარებინა იმ ადამიანების პოზიციები, რომლებიც ქართველებზე და რუსებთან მათ დამოკიდებულებაზე ათას საშინელებას ყვებიან. მე არ ვიცი ვინ ან რამ აიძულა გაბუნია ან რა ბონუსები მიიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი კარიერა დასრულდა. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ეს საშინელი სანახავი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ეს უძლურების დემონსტრაცია გახლდათ.
კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტის სიტყვებს პროვოკაცია უწოდა, როცა არხის დირექტორმსა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. შესაბამისად, არხის ხელმძღვანელობა ჟურნალისტის პათოსს იზიარებს და ეთანხმება.
მართალი გითხრათ, ვერ წარმომიდგენია რაზე ფიქრობს ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებას ხელს აწერს და ჰგონია, რომ სიტყვის თავისუფლება დაუსჯელობის გარანტიაა. ამას სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი ჰქონდა..
რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო არა იმიტომ, რომ პუტინი უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მშობლიური ენა უყვარს და ამ ენაზე საზიზღრობის მოსმენა არ უნდა. ეს უბრალოდ გინება არ იყო, რომელიც შესაძლოა, სრულიად ესთეტიკურად ჟღერდეს, ეს იყო საზიზღრობა და მისი ავტორი ადამიანი არაა. მინდა გიორგი გაბუნიას და მის მფარველებს ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანის გმირის დათა თუთაშხიას სიტყვები შევახსენო: „მე კიდევ ვნახავ უბედურებას, რომელსაც საკუთარ თავს მოსწევთ“ და დიდი რუსთაველის სიტყვებსაც დავამატებ „მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“.
ამის შემდეგ რაიმე კარგის თქმა ქართულ ხასიათზე გაცილებით რთული იქნება და გაბუნიასთან ასოცირებულ საქართველოში გამგზავრების უმცირესი სურვილიც არ დამრჩა.

„პროგრესნიუსი“