ხათუნა საგინაშვილი: კორონა ვირუსი – აპოკალიფსის უკანასკნელი, მწვანე მხედარი

ხათუნა საგინაშვილი: კორონა ვირუსი – აპოკალიფსის უკანასკნელი, მწვანე მხედარი

ეპიდემიის გამო ღმერთ-კაცის შობის ქალაქი ბეთლემი დაიკეტა (!) ადგილი, საიდანაც კაცობრიობა მესიის მიღების ღირსი გახდა…
ვისთვის როგორ, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან სიმბოლურია…
ერთმა, ნესმის წვერზე უმცირესმა ნაწილაკმა გაამპარტავნებული, ბობოქარი, მზვაობარი, ღმერთთან მებრძოლი კაცობრიობა დააჩოქა…
კორონა ვირუსი მგონი აპოკალიფსის უკანასკნელი—- მწვანე მხედარია, რომელიც სამაგიეროდ ცრუ მესიის კორონაციისთვის გააღებს სივრცეს …

. ..”და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა – სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით.” – იოანეს გამოცხადება, თავი VI

უძველეს ბერძნულ მანუსკრიპტებში ფერის აღმნიშვნელი სიტყვა არის χλωρός (ქლოროს), რაც მწვანეს ნიშნავს. უფრო ფართო მნიშვნელობით ეს სიტყვა აღნიშნავს ავადმყოფურ, ფერმიხდილ მწვანეს, რომელიც დაავადებულ, დასუსტებულ ადამიანს აქვს სახეზე, ასევე გარდაცვლილსაც. სხვა ენებში სიტყვა “მწვანე” არ გამოხატავს იგივე აზრს, ამიტომ ავტორიტეტულ თარგმანებში ძირითადად ფერმკრთალი ან ნაცრისფერი წერია (თუმცა წმინდა გიორგი მთაწმინდელის თარგმანში ‘მწვანედ’ არის ნათარგმნი).

მეოთხე და უკანასკნელი მხედარი ბიბლიაში იწოდება სიკვდილად, ასევე ცნობილია, როგორც ‘ფერმკრთალი’. სიკვდილის გარდა, უწოდებენ ჭირსა და ეპიდემიას, რაც ალტერნატიული თარგმანებიდან გავრცელდა (მაგალითად, იერუსალიმის ბიბლია). ამ მხედარს მოაქვს მასიური სენი. ხელში არაფერი უჭირავს, თუმცა უკან ჯოჯოხეთი მოჰყვება, რაც მასშტაბური სიკვდილიანობის მოახლოებას მოასწავებს. ზოგიერთ ილუსტრაციაზე ცელი უჭირავს სიკვდილთან ასოცირების გამო, ზოგზე კი მახვილი.