ანტიქრისტეს ჰეროდეები – ნიუ–იორკში მიღებულ იქნა კანონი, რომლის ძალითაც დაშვებულია აბორტები 9 თვის ნაყოფზეც კი

ანტიქრისტეს ჰეროდეები – ნიუ–იორკში მიღებულ იქნა კანონი, რომლის ძალითაც დაშვებულია აბორტები 9 თვის ნაყოფზეც კი

ა. წ. 22 იანვარს აშშ უზენაესი სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილების „როი უედის წინააღმდეგ“ წლისთავზე, რომელიც გარანტირებულად აძლევდა ქალებს აბორტის უფლებას, ნიუ–ორკის გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონს „რეპროდუქციული ჯანმრთელობის“ შესახებ, რომელიც ქალებს აბორტის უფლებას აძლევს თვით ბავშვის დაბადების წინაც კი, იმ შემთხვევაში, თუკი „ნაყოფი ქმედითუუნაროა“, ან საჭიროა „პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“. ეს ძალიან ამორფული ფორმულირებაა, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს პაციენტის ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ. საუბარია იმაზე, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა ფაქტორი: ფიზიკური, ემოციონალური, ფსიქოლოგიური, ოჯახური, ასევე ქალის ასაკი.
ნიუ–იორკის გუბერნატორმა ენდრუ კუომომ ამას უზარმაზარი ნაბიჯი უწოდა, ქალთა უფლებების დაცვის საქმეში.
ამას დიდი ხნის მანძილზე ითხოვდნენ ქალთა უფლებების დამცველები. რესპუბლიკელები წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა დემოკრატებმა თავისი გაიტანეს. აქამდე აბორტები იკრძალებოდა 24 თვის ფეხმძიმობის ვადის შემდგომ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ანუ 24 თვის ფეხმძიმობის შეწყვეტა აბორტით, დასაშვებია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
მსგავსი კანონპროექტი წამოაყენეს შტატ ვირჯინიაშიც. კანონპროექტი N 2491 საშუალებას მისცემს ქალს, მოითხოვოს აბორტი იმ მომენტშიც კი, როცა სამშობიარო ტკივილები ეწყება. ამაზე შორსაც კი წავიდნენ: ვირჯინიის გუბერნატორმა რალფ ნორტონმა ერთ–ერთ რადიოინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტით დედებს, ექიმებთან შეთანხმებით, უფლება მიეცემათ გადაწყვიტონ უკვე დაბადებული ბავშვების ბედი, ვთქვათ, მათში პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ორგანოებში ამ კანონპროეტებს ლობირებენ დემოკრატები, მათ უკან კი ძალიან კონკრეტული ძალები დგანან…