ახალი კვლევა: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჰომოსექსუალებად იბადებიან

ახალი კვლევა: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჰომოსექსუალებად იბადებიან

აშშ-ის მერილენდის შტატში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ლესბოსელი, გეი ან ტრანსგენდერი ადამიანები ამ სექსუალური ორიენტაციით ან გენდერული იდენტობით იბადებიან.

კვლევა სამ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში მეცნიერებმა გამოიკვლიეს არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი მემკვიდრეობითი და დაასკვნეს, რომ „ადამიანები ასეთებად უბრალოდ არ იბადებიან“. მეორე ნაწილში მათ შეამოწმეს მენტალური დარღვევები დაკავშირებულია თუ არა გეი და ტრანსგენდერ ადამიანებთან და აღმოაჩინეს, რომ სოციალური სტრესი ამ ყველაფერს ვერ ხსნის. მესამე ნაწილში კი მკვლევარებმა ტრანსგენდერიზმი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ის არ არის თანდაყოლილი და რომ ტრანსგენდერთა მკურნალობა უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული.

საბოლოოდ, კვლევაში არასაკმარისი მტკიცებულებები აღმოჩნდა იმ გავრცელებული იდეის დასასაბუთებლად, რომ სექსუალური კუთვნილება თანდაყოლილია.

წყარო: https://pjmedia.com/