140 რაკეტა ისრაელის მიმართულებით

140 რაკეტა ისრაელის მიმართულებით

12 ნოემბერი 2019 06:04 p.m.

აშდოდი, სდეროტი, აშკელონი, ერეზი და ა. შ. დილის 7 საათისთვის სირენების ხმა უკვე თელ ავივის არეალის ქალაქებშიც ჟღერდა, მათ შორის – თელ-ავივი, ბათ იამი, ჰოლონი, რიშონ-ლიცეონი. ეს სწორედ ის ქალაქებია სადაც საქართველოს მოქალაქეების და ქართველი-ებრაელების უმეტესობა ცხოვრობს.

2012-2018 წლებში საქართველო 450-500 ათასმა მოქალაქემ დატოვა.  მათი უმეტესობა ქვეყნიდან ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად წავიდა, რაც, ძირითადად, მძიმე ფიზიკური შრომის ფასად უჯდებათ. თავდაუზოგავი შრომის გარდა, მუშაობის უფლების არქონის გამო, საქართველოს  მოქალაქეებს ხშირად უწევთ არალეგალის სტატუსით ცხოვრება. ასეთ მდგომარეობაში საბუთების უბრალო შემოწმებაც მკვეთრად ცვლის ადამიანის მდგომარეობას – ბევრი მოქალაქე რამდენიმე დღე ტელეფონისა და ახლობლების ინფორმირების გარეშე სადეპორტო ოთახში სამშობლოში დასაბრუნებელ ბილეთს ელოდება. ეს ალბათ ყველაზე გაუსაძლისი წუთებია მათთვის  და მათი ახლობლებისთვის. ამ დროს ახლობლები უკავშირდებიან საქართველოს წარმომადგენლობებს და ცდილობენ დაადგინონ, სადაა მათი ოჯახის წევრი და როდის მოახერხებს სამშობლოში დაბრუნებას.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს. მათი ნაწილი ქვეყანაში არალეგალის სტატუსითაა.  ისრაელმა კი დღეს სარაკეტო თავდასხმის პირობებში გაიღვიძა. ღაზას სექტორიდან ნასროლია 140-ზე მეტი რაკეტა. მათი 90% ჩამოგდებულია ისრაელური Iron Dome ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემის მიერ. ისრაელის თავდაცვის არმია კი განაგრძობს საპასუხო დარტყმებს სექტორის მიმართულებით და ახდენს საარტილერიო შეიარაღების მობილიზებას კონფლიქტის ზონაში.

კონფლიქტის წინაპირობა

დილის 5 საათიდან საგანგაშო სირენა „ცევა ადომ“ (კონკრეტული რაიონის მოსახლეობას აფრთხილებს სარაკეტო თავდასხმის შესახებ) ჩაირთო ქალაქებში – აშდოდი, სდეროტი, აშკელონი, ერეზი და ა. შ. დილის 7 საათისთვის სირენების ხმა უკვე თელ ავივის არეალის ქალაქებშიც ჟღერდა, მათ შორის – თელ-ავივი, ბათ იამი, ჰოლონი, რიშონ-ლიცეონი. ეს სწორედ ის ქალაქებია სადაც საქართველოს მოქალაქეების და ქართველი-ებრაელების უმეტესობა ცხოვრობს.

სარაკეტო თავდასხმები ისრაელში 12 ნოემერს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა:

ამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, პალესტინური დაჯგუფების “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი ლიდერის, ბაჰა აბუ ალ-ატას ლიკვიდაციის შესახებ. ალ-ატა ისრაელის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმების უმრავლესობაზე იყო პასუხისმგებელი. საპასუხოდ, “ისლამურმა ჯიჰადმა” ისრაელს ომი გამოუცხადა და ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მომხდარზე პასუხის გაცემას დაპირდა. (საქართველოს დროით 22:00 საათზე)

ვითარება ახლა

ექსპერტების თქმით ბოლო წლების განმავლობაში თელ-ავივის არეალის მიმართულებით სარაკეტო შეტევის რამდენიმე ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა მსგავსი ინტენსივობის. ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელს და მის არმიას არ სურს სიტუაციის ესკალაცია, მაგრამ ყველა სცენარისთვის მზად არის. შესაბამისად, უკვე გაიცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, გაიხსნა ბუნკერები და მოსახლეობას დეტალურად აუხსნეს,  თუ როგორ უნდა იმოქმედონ სირენის ამოქმედების შემთხვევაში.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომ, რომელმაც მოქალაქეებს შესაბამისი ინსტრუქციები facebook გვერდის საშუალებით მიაწოდა. ასევე ამოქმედდა საელჩოს ცხელი ხაზი.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს რაიმე სახის დახმარება სჭირდება, დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ნომერზე: : +972526919092

სურათი: The Guardian

throughthenews.com