Shopping bag0
Shopping Bag
0

ჩვენს შესახებ

ჟურნალი „ქვაკუთხედი“ დაარსდა 2005 წელს, გამომცემლობა „აცხოვნე სული შენის“ ბაზაზე.
თანამედროვე აქტუალური მოვლენები – პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციოლოგია – და ყველაფერი ეს რელიგიურ ჭრილში – სწორედ ესაა ჟურნალის სათქმელი.
აქტუალობა და მოვლენების განსხვავებული ხედვა, რომლის საფუძველიც ეროვნულ-სარწმუნოებრივი აზროვნებაა – ესაა ის განსაკუთრებული ნიშა, რომელმაც ჟურნალს აქტუალობა არ დაუკარგა უკვე ათეულ წლების განმავლობაში და რის გამოც შეინარჩუნეს მისი ერთგულება ჟურნალის მკითხველებმა.
სწორედ მკითხველების თხოვნის საფუძველზევე შეიქმნა ჟურნალის ელექტრონული ვერსია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ მისი აუდიტორია.
მაშ ასე – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ქვაკუთხედის“ სივრცეში.